დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით მაიკ პომპეო ეწვევა

გამოქვეყნდა:

დღეს, 17 ნოემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. გარდა ამისა,  აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საუბრის მთავარი თემა, თავისუფალი სასამართლო იქნება.

ოპოზიცია ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.

გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია სადაც დაავფიქსირებთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები გაყლაბდა, იქნება ჯაჭვი, ბანერები და მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხვდეს საერთაშორისო მედიის განხილვის ობიექტში, - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს. მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი