პომპეოს ვიზიტი შესაძლებლობაა, მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველო არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ეწვევა - ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა კარგად უნდა იცოდეს, რა მოხდა ქვეყანაში 31 ოქტომბერს და როგორ გაყალბდა არჩევნები. 

"რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი, შიდაპოლიტიკური მდგომარეობაც უმწვავესია. ამიტომ ახლა სახელმწიფო მდივნის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და კარგია, რომ პომპეო, გარდა ხელისუფლებისა, შეხვდება სამოქალაქო სექტორს. დარწმუნებული ვარ, არასამთავრობოები სრულად მიაწვდიან მას ინფორმაციას. ოპოზიციას კი, პომპეოსთვის ხმის მიწვდენის მიზნით, დაგეგმილი გვაქვს სანახაობრივი აქცია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ ქართული საზოგადოება მსოფლიო მედიასთანაც დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას, რომ ისინი არ მიიღებენ გაყალბებულ არჩევნებს. 

"დარწმუნებული ვარ, პომპეო კარგად არის ინფორმირებული აქაური ვითარებით - მას საელჩოც აქვს საქართველოში და ბევრი სხვა წყაროც ჰყავს. მსფოლიო კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ ქართული საზოაგდოება არასდროს მიიღებს თამაშიც წესს, ხელისუფლებამ თავად გადაწყვიტოს რამდენ ხანს დარჩება მთავრობაში", - თქვა "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მდივნისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საარჩევნო პროცესის განხილვა იქნება. 

"არჩევნები ყველაზე ნათლად აჩვენებს, ქვეყანა დეკომკრატიული განვითარების თვალსაზრისით სწორ გზას ადგას თუ არა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ავტოკრატიისკენ მიექანება, ეს კი აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატია მათთვის მხოლოდ სიტყვები არ არის", - ამბობს ლევან კობერიძე.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. გარდა ამისა,  აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საუბრის მთავარი თემა თავისუფალი სასამართლო იქნება. 

ოპოზიცია ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს. მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი