უცნობია ზუსტად როდიდან, მაგრამ შეზღუდვები გამკაცრდება - გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

გამოქვეყნდა:

შეზღუდვები გამკაცრდება - არა ისე რგოორც ადრე გაზაფხულზე, და არა სრული ლოქდაუნით,  მაგრამ პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის მთვარმა ეპიდემიოლოგებმა დაადასტურეს, რომ გიორგი გახარიას მიაწოდეს ინფორმაცია კორონა ვირუსის ეპიდემიის მართვაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე და ამიტომ  შეზღუდვები გარდუავალია. რა ფორმით - დეტალები უცნობია.

ჯერ-ჯერობით უცნობია ისიც, დაიკეტება თუ არა ისევ სრულად სავაჭრო ცენტრები, სალონები და მაღაზიები.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ შეზღუდვები გასაფართოვებელია. 

სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაცია დამატებიტი შეზღუდვების შესახებ განცხადებს უახლოეს დღეებში გაავრცელებს. კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ "ქართული ოცნების" მთვრობას ჯანდაცვის ექსპერტებიც, თუმცა გიორგი გახარიას კაბინეტისგან პასუხი ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა  თითქმის ამოწურულია.   საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ 227 საწოლია თავისუფალი

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს და კორონავირისის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს. ის მკურნალობას სახლში აგრძელებს. მაგრამ შესაძლოა, ის საავადმყოფოში გადაიყვანონ. 
თვითიზოლაციაში კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტირი, ამირან გამყრელიძე გადავიდა. 

კორონა ეკონომიკაზე საუბრობდნენ დღეს სპეციალისტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. ბიზნესი ვარაუდობს რომ კიდევ უფრო შემცირდება სამუშაო ადგილებიც. 

შეგახსენებთ ასევე, რომ საქართველოში დღეს უფრო მეტი ინფიცირებულია ვიდრე ჩინეთში, ზოგადად ვირუსის გავრცელების მააჩვენებლით კი უკვე მსოფლიო 20-ეულშია საქართველო. 

დღევანდელი მონაცემებით კი,  საქართველოში კორონავირუსით დამატებით 3 117 ადამიანი ინფიცირდა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი