საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახლემწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერზე წერს, რომ მოხარულია იმ შეხვედრით, რომელიც პრეზიდენტთან გამართა და ის, თავის ტვიტში ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან კოოპერაცია უმნიშვნელოვანესია.
"კარგი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა. აშშ-ის კოოპერაცია საქართველოსთან უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადი, რუსეთის ოკუპაციის პირისპირ, ურყევია." - წერს მაიკ პომპეო.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში.
პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.
ამის პარალელურად კი, ოპოზიცია დილის 11 საათიდან აქცია მსვლელობებს მართავდა. მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს. ამ აქციის შესახებ უკვე დაიწერა საერთაშორისო პრესაშიც.