"ოცნება" გლდანში საკუთარი აქტივისტებისა და აგიტატორების ქეიფით არის დაკავებული

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური კონსულტაციების ფონზე და იმ ფონზე როცა ოპოზიცია მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ისევ საკუთარი აქტივისტებისა და აგიტატორობის
მობილიზებთი არიან დაკავებულები.

მეორე ტურის წინ ლევან კობიაშვილმა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გლდანში სუფრა საიდუმლო ვითარებაში გაშალა და საკუთრი მომხრეები და აქტივისტები დაპატიჟა, რომლებმაც რუსული სიმღერების ფონზე მოილხინეს. იქ იმყოფებოდა ოთარ გასანოვი, იგივე "პოღოსა", პირი რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მედიის მიმართ და მის წიანააღმდეგ საქმეც აღიძრა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მხულით.

ლევან კობიაშვილი, შეკრების ამბავს გუშინვე გამოეხმაურა და თქვა, რომ შეკრება არ მოუწყვია და ეს ამბავი მოგონილია და საზოგადოების სიცრუეში შეყვანას გულისხმობს. 

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ "ოცნების" მხრიდან არ უკვირს მსგავსი ფაქტები და ამბობენ, რომ "ოცნება" კრიმინალებს არ იჭერს და მათ აქეიფებენ

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფელბის მხრიდან კრიმინალურ ჯგუფებს "მწვანე შუქი" აქვთ ანთებული. 

ეს ადამიანები, რომლებიც გლდანში პირდაპირ მონაწილეობდნენ აი იმ შტურმში, რომელიც ხორციელდებოდა საარჩევნო უბნებზე: ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადმგენლებს. იარაღით დარბოდნენ უბან-უბან. ეს ადამიანები გუშინ აღმოჩნდნენ სუფრაზე. რომელიც კობიაშვილმა გაუმართა, ქეიფი მადლობის გადასახდელად და როგორი მადლიერია ხელისუფლება ზოგადად კრიმინალური სამყაროსი. ასეთი შემთხვევა არაერთი მომხდარა და მე არ მინახავს, რომ ვინმე დასჯილიყოს ამისგამო. ეს იმიტომ, რომ დღეს, დიახ, მწვანე შუქი აქვს ანთებული კრიმინალურ სამყაროს ქართული ოცნების მხრიდან, - ამბობს ზაალ უდუმაშივლი

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ გლდანში არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, ეს შეხვედრა და ქეიფი და გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. 

"ლეიბორისტული" პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგუავა ამბობს, რომ კალაძემ და კობიაშვილმა არჩევნების დღეს კრიმინალების ჯგუფების მათ მხარდასაჭერად შეკრიბეს. 

აქვე გეტყვით, რომ 16 ნოემბრის გლდანში, გამთენიისას ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაწვეს. შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეყარეს. 

არჩევნების დღეს გლდანში საარჩევნო უბანთან, გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტს დაუზიანდა ტელეფონი - მას მიაყენეს შეურაცხყოფა. ამავე ადგილას, დაპირისპირების დროს,  ტვ პირველის ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. არჩევნების დღესვე,  On.ge-ს ჟურნალისტს  მუშაობაში შეუშალეს ხელი მარნეულში.

გლდანში 84-ე უბანთან 31 ოქტომბერს კენჭისყრის მიმდინარეობისას სიტუაცია უმართავი გახდა. ისმოდა სროლის ხმა, თუმცა ამას შსს არ ადასტურებს. პოლიციამ მომხდარზე 5 პირი დააკავა. ისინი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი