გლდანში ქართული ოცნების აქტივისტებმა ჟურნალისტებს სცემეს და აგინეს

გამოქვეყნდა:

გლდანის 39–ე სკოლის საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების აქტივისტები ჟურნალისტებს დაუპირსიპირდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაზიანებბეი მიიღო "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ანა ახალაიამ.

ჟურნალისტებმა დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც  "ქართული ოცნების" აქტივისტები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულშიქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ". 

საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.

დარღვევები ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მათგანი "ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი - გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.

დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი