ჯორჯიაში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, ტრამპი დამარცხებას კვლავ უარყოფს

გამოქვეყნდა:

ჯორჯიის შტატმა დღეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა. შტატის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა და გუბერნატორმა ბრაიან კემპმა არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება დაადასტურეს.

რესპუბლიკელმა ბრედ რაფენსპერგერმა შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ საკუთარი პარტიის დამარცხებით იმედგაცრუებულია, მაგრამ შედეგების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება. 

"მთელი ცხოვრების განმავლობაში ინჟინრად მუშაობამ მასწავლა, რომ რიცხვები არასდროს იტყუებიან. როგორ შტატის სახელმწიფო მდივანი, მჯერა, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი რიცხვები სწორია. ეს რიცხვები ხალხის ვერდიქტს წარმოადგენს და არა სახელმწიფო მდივნის ან მოსამართლეების გადაწყვეტილებას", - თქვა რესპუბლიკელმა ბრედ რაფენსპერგერმა. 

დონალდ ტრამპი კი, ჯორჯიაში დამარცხებას კვლავ არ აღიარებს. მან Twitter-ზე ვიდეო გააზიარა, სადაც ჩანს, რომ ჯორჯიაში შეკრებილი დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

"ათასობით აქტივისტი იკრიბება ჯორჯიაში წარწერებით "შეაჩერე მოპარვა". დიდი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით", - წერს დონალდ ტრამპი. 

ჯერ კიდევ გუშინ, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში გადათვლის პროცესის შეფერხებაზე საუბრობდა. მისი თქმით, შტატის გუბერნატორი და სახელმწიფო მდივანი მის წარმომადგენლებს ამომრჩეველთა ბიულეტენების ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. 

დონალდ ტრამპი კი საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს და დემოკრატების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს. მაგალითადმისი მტკიცებით, პენსილვანიაში 20 000-მა გარდაცვლილმა მისცა ხმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს, ამიტომ ეს ხმები უნდა გაუქმდეს. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გარდაცვლილების ხმების არსებობაზე ამერიკული მედიაც იუწყება . ამერიკელი კონსერვატორი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა ასეთი მოუწესრიგებელი და დაუცველი არასდროს ყოფილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი