
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს, 25 ნოემბრის დილის 9 საათისთვის ქვეყანაში, 364 თავისუფალი საწოლი იყო. მისივე განცხადებით, სავალე ჰოსპიტლების გაშლაზე დიდი სურვილია, თუმცა მთავრობა ამას არ გეგმავს.
"მიუხედავად იმისა, რომ საველე ჰოსპიტლებზე არის ძალიან დიდი გამოხმაურება და სურვილი, რომ საველე ჰოსპიტლები ჩვენ გავშალოთ, ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს, რომ საველე ჰოსპიტლების გაშლას. ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს რესურსი საავადმყოფოებში და სასტუმროში", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით 2 ვერსიას განიხილავენ და კონრეტული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.
ტიკარაძის თქმით, 2 კვირიანი პერიოდის შეფასებით შემდეგ მეტად გამაკცრებულ სქემას მიიღებენ, ან პრიქით შეამსუბუქებენ. ამ პეიროდის განმავლობაში კი ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას დააკვირდებიან.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.