დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამრიან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები ბევრად გამკაცრდება და გაფართოვდება. მისი განცხადებით, ამის შედეგი იქნება ის, რომ სამი კვრიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის დღიური მაჩვენებლი 5-6 ათასამდე არ გაიზრდება.
"შედეგი რა იქნება ახალი შეზღუდვების? დღეს რომ 3 000-4 000 შეზღუდვა გვაქვს და სამსა და ოთხს შორის ვართ, მისი ზრდა არ უნდა იყოს სამი კვირის შემდეგ, ეს იქნება შედეგი. ანუ არ უნდა გვექნებს 5 და 6 ათასი, მაგრამ ილუზიას ნუ შევიქმნით, როგორც ეს ზაფხულზე შევიქმენით, რომ საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა. ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ 3 და 4 ათასიდან ჩამოვალთ ათასზე. არა, ეს ილუზია ვერ იქნება", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ განიხილება. მან განაცხადა, რომ დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ გავრცელება შეაჩერონ, მეორე მხრივ კი ამით მინიმალური იყოს ზიანი ეკონომიკაზე.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით 2 ვერსიას განიხილავენ და კონრეტული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.
ტიკარაძის თქმით, 2 კვირიანი პერიოდის შეფასებით შემდეგ მეტად გამაკცრებულ სქემას მიიღებენ, ან პრიქით შეამსუბუქებენ. ამ პეიროდის განმავლობაში კი ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას დააკვირდებიან.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.