
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქბეში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვებზე მსჯელობს.
"არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა. გიდასტურებთ რომ არის მსჯელობა, დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახენებთ, რომ დღეს, 25 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით 2 ვერსიას განიხილავენ და კონრეტული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.
ტიკარაძის თქმით, 2 კვირიანი პერიოდის შეფასებით შემდეგ მეტად გამაკცრებულ სქემას მიიღებენ, ან პრიქით შეამსუბუქებენ. ამ პეიროდის განმავლობაში კი ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას დააკვირდებიან.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.