რუსულ მხარესთან აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი არ შეიძლება - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მხარეებმა 2011 წლის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ რუსეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი შეთანხმების შესრულების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამ საკითხის გაჩენა მოლაპარაკებათა საკითხებში მიანიშნებს, რომ შეხვედრაზე აუცილებლად იქნებოდა განხილული აფხაზეთის რკინიგზის საკითხი. ხიდაშელისვე თქმით, საქართველოს მთავრობამ რუსულ მხარესთან ვიდეო კონფერენციის ეს ჩანაწერი აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს

"დღეს ამ შეხვედრაზე 2011 წლის შეთანხმების საკითხის გაჩენა ჩამონათვალში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე იყო საუბარი. ყველა თემაზე შეიძლება საუბარი, თავისთავად, ამას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ გაასაჯაროვოს საუბრის ეს ნაწილი იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეხება ქვეყანაში სუვერენიტეტს. არავითარი, აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი არ შეიძლება შედგეს რუსულ მხარესთან მანამ, სანამ პაკეტში არ იხილება ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი," - ამბობს თინა ხიდაშელი. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 28 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პროვოკაცია" უწოდა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა იყო. 

ფაქტზე განმარტება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, სადაც ზურაბ აბაშიძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები არ განუხილავთ და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.

დღესვე სამოქალაქო აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენების განხილვასა და ორმხრივი მზაობის გამოხატვას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა და ორი აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი დააკვეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი