ივანიშვილმა რეპრესიები განაახლა - 7 დეკემბერს სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვა ჩანიშნა

გამოქვეყნდა:

არჩვენების დასრულებისთანავე ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიები განაახლა. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 7 დეკემბრიდან შეუდგება.

პროცესების განახლების შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

საქმე 8 თვის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული, მას შემდგ რაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ელჩების შუამავლობით, 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს. 

მარტიდან მოყოლებული არანაირი აქტივობა არ ყოფილა სასამართლოს მხრიდან. არც ერთი პროცეს არ ჩატარებულა. მარტში ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა და ამ შეთანხმების ერთ ერთი ნაწილი იყო სწორედ მართლმსაჯულების არგამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და ეხლა სასამართლოს მხრიდან ამ საქმის დაჩქარება ნიშნავს რომ ხელისუფლებამ გეგემები შეცვალა" ამბობს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.

ის ვერ აკეთებს პროგნოზს რა შედეგებამდე მივა სასამართლო და რითი დამთავრდება ის, რადგან საძაგლიშვილის თქმით, საქმე პოლიტიკურია და მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში, ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება.

თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი