გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნი, მალხაზ მიქელაძე უკვე მესამედ მივიდა. გუშინ, 4 დეკემბერს მისი გამოკითხვა 13 სააათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიექლაძე გარეჯის საქმეზე დაკავებულები კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უშუალო უფროსი იყო, მისი განმარტებით მან პირველივე ჩვენებაში გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ადვოკატი დღეს გამოკითხვის ოქმში შენიშვნებს და დამატებებს შეიტანს. მისი განცხადებით, დღეს უწყება კითხვებს კიდევ ერთხელ აღარ დასვამს.
"მიმდინარეობს დამატებითი გამოკითხვა იმ ჩვენებებებთან დაკავშირებით, რომელიც მე მივეცი ამ წლის 11 სექტემბერს, საქმე ეხება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს, იყო შეკითხვების კომპლექტი როგორც ტექნიკური ხასიათის, ისე მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და კომისიის მუშაობაზე", - თქვა მალხაზ მიქელაძემ.
ადვოკატი, ივანე ჩიტიშვილი ამბოს, რომ თეორიულად დაკავება შესაძლებელია, მაგრამ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.
კარტოგრაფები, ვერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. სწორედ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია მათ საქმეში ერთ ერთი საკვანძო ფიგურა, რომლის დაკთხვასაც ადვოკატები ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს