არ უნდოდათ მცოდნე, ჭკვიანი ადამიანი გარეთ - ნათია მეტონიძე აკაკი ხუსკივაძის დაჭერაზე

გამოქვეყნდა:

 ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულის, აკაკი ხუსკივაძის ცოლი, ნათია მეტონიძე ამბობს, რომ მისმა ქმარმა მუშაობის პრინციპი ზედმიწევნით იცოდა, მას შემდეგ კი რაც სქემა "მთავარი არხის" ეთერში გააჟღერა მიხვდნენ, რომ "ჭკვიანი კაცი გარეთ არ უნდოდათ". ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"ჩემი მეუღლე 12 წელი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საბურთალოს ოლქის თავმჯდომარე იყო, მან ზედმიწევნით იცის როგორ ხდება მუშაობა იქ, ამიტომ, თქვენც ისმენდით, როგორ არგუმენტირებულად ჰქონდა გაკეთებული ის ანალიზი რაც ჰქონდა, ხომ შეიძლებოდა თუ ეს არ მოეწონათ მათაც არგუმენტირებული პასუხი გაეცათ და არა ციხეში ჩაესვათ. არ უნდოდათ ჭკვიანი ადამიანი გარეთ, მცოდნე", - თქვა აკაკი ხუსკივაძის ცოლმა, ნათია მეტონიძემ.

მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ ხალხი გვერდში დაუდგებათ და ეს საკითხი მათ სასიკეთოდ გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ საქმეზე სასამართლო 10 დეკემბერსაა ჩანიშნული.

პროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით 50 000 დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი დემონსტრაციულად კომისიის დატოვება მოსთხოვეს. 

გასაჯაროვებულ მინაწერებში ფიგურირებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც: " ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა". გასაჯაროებულ მიმოწერეაში არ ჩანს თავად თედო გობეჯიშვილის პასუხი.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე. 

შსს ამტკიცებს, რომ  კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი