დონალდ ტრამპის ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადვოკატს, რუდი ჯულიანის, კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯულიანი თვეების განმავლობაში არღვევდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცებს და ხშირად ჩნდებოდა საჯარო შეხვედრებზე პირბადის გარეშე.  СNN-ის ინფორმაციით, იგი ამ დროისთვის ჯორჯთაუნის საუნივერსტეტო საავდმყოფოში მკურნალობს. 

ტრამპი ამბავს Twitter-ით გამოეხმაურა და ჯულიანის გამოჯანმრთელება უსურვა. 

"ამ დრომდე ნიუ იორკ სითის ისტორიაში საუკეთესო მერს და იმას, ვინც დაუღალავად ცდილობდა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გაყალბებული არჩევნების გამოააშკარავებას, "ჩინური ვირუსი დაუდასტურდა. მალე გამოჯანმრთელდი რუდი და გავაგრძელებთ!!!", - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი 2 ოქტომბერს დონალდ ტრამპსაც დაუდასტურდა. ინფიცირებული იყო პირველი ლედი, მელანია ტრამპიც. მოგვიანებით, 3 ოქტომბერს, დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და თეთრი სახლის პრესმდივანსაც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი