შეხვედრა 4 საათია გრძელდება - რას თმობს "ოცნება" ამ დრომდე უცნობია

გამოქვეყნდა:

უკვე 4 საათია, ამერიკის ელჩის  რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით - მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. 

როგორც ცნობილია, "ოცნებამ" - შუამავლების მეშვეობით - ოპოზიციას ელექტრონულად უკვე გადაუგზავნა თავის წინადადებები, თუმცა მათი შინაარსი ამ დრომდე უცნობია. 

აქვე - მმართველი პარტიიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან. ოპოზიციიდან კი ყველა პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარალებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა და მას შემდეგ შეხვედრის თარიღი დიდხანს უცნობი იყო.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ოპოზიციასთან ბოლო, მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.

დიპლომატებთან ბოლო შეხვედრის დროს, ერთიანმა ოპოზიციამ  წერილობითი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ოფიციალურადაა გაწერილი რას სთავაზობს და რას ითხოვს ქართული ოცნებისაგან. დოკუმენტის დეტალები ცნობილი არ არის.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მოპოვებული მანდატების მიუხედავად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია, რასაც "ქართული ოცნება" არ თანხმდება და წითელ ხაზს უწოდებს.

აქვე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თამარ ჟვანიას მეთაურობით, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, არჩევნების შედეგები შეაჯამა და ერთპარტიული პარლამენტი დააკანონა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი