დღეს გამართულ 6 საათიან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გადაყენებული პარლამენტის სპიკერიც ესწრებოდა. მიზეზზე, თუ რით არის განპირობებული 1 პარტიიდან 2 წევრის დასწრება, როცა ყველა პარტიიდან თითო წარმომადგენელია, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ბევრი იურიდიული დეტალი იყო განსახილველი და გამონაკლისი დაიშვა "ოცნებისთვის".
"პრინციპი იყო ის, რომ 1 წარმომადგენელი იყო 1 პარტიიდან. ამ შემთხვევაში ბევრი იურიდიული საკითხი გახდა განსახილველი. რა თქმა უნდა, როდესაც თალაკვაძე ესწრებოდა შეხვედრებს, ის მთლიანად პარტიულ ინტერესებს იცავდა. თუმცა, ბევრი იურიდიული საკითხის გამო გამონაკლისი დაუშევს "ქართული ოცნებისთვის" და 2 წევრით ვიყავით წარმოდგენილები", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, მომდევნო რაუნდზე მოლაპარაკებებისა, რომელიც ხვალ გაიმართება, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის დასწრებას ითხოვს.
მედიასთან კომენტარი მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციის სხვა წევრებმაც გააკეთეს: