არავის აქვს უფლება ხალხს არ გააგებინოს რაზე ლაპარაკობს–ჭიჭინაძე მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ოცნებასთან" პოზიციების დაახლოება ქვეყნისათვის დამაზიანებელია. 

"ყველა დაახლოება ქართულ ოცნებასთან პოზიციების ძალიან დამაზიანებელია, მითუმეტეს ის განცხადებები, რომ ხალხს არ უნდა გავაგებინოთ. არავის აქვს უფლება, ხალხის მოპარული ხმებით შევიდეს სადღაც ილაპარაკოს და რაზე ლაპარაკობს ხალხს არ უთხრას".– ამბობს დავით ჭიჭინაძე "ტრიბუნა–ქდმ"–ს ლიდერი

ეკა ბესელია ამბობს, რომ "ოცნებამ" შესაძლოა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შესვლაზე დასათანხმებლად დააშანტაჟოს.

"როდესაც ერთ მხარეს დგას პარტია და მას აქვს დიდი რესურსი გავლენები და ძალაუფლება მეთოდები იქნება შანტაჟი სხვადასხვა ტიპის კომპრომატებით, ეს ამ პარტიის ხელწერა გახდა. კი არ უნდა შეყვე ამ თამაშში უნდა აღმოგაჩნდეს ადამიანური ღირსება, რომ ამაზე უთხრა უარი",– ამბობს "პარტია სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი ეკა ბესელია.

როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, მას აქვს ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი, სამი პარტიიდან, პარლამენტში შესვლას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციარომ პარლამენტში შესვლას შესაძლოა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და "გირჩის" წევრები დათანხმდნენ, ზურა ჯაფარიძის გამოკლებით. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში არ შევა, ხოლო ვინც შევა, მისი აზრით, უბრალოდ ნივთი, პუფი იქნება. 

ნიკა გვარამიას საჯარო მიმართვის შემდეგ - "რაზე მსჯელობს ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებასთან და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას?" - ოპოზიციაც თანახმაა, გაცხადდეს რაზეა საუბარი დახურულ მოლაპარაკებებზე.

ოპოზიციას გადაწყვეტილების მიღებამდე 3 დღე რჩება, რადგან პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს უკვე ჩანიშნა.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი