ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ კი ახლა არა, მაგრამ მოგვიანებით ვინმე პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, მმართველი გუნდი ოპოზიციას ამ შესაძლებლობას მისცემს, იმ მექანიზმით, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
"მანდატების დათმობას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ ავამოქმედებთ ამ მექანიზმებს, ანუ ჩვენ მეტ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს, იმისათვის, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. ეს არის საბოტაჟის წინააღმდეგ გათვალისწინებული მექანიზმი კონსტიტუციაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
გადაყენეული პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საარცევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებზე პოზიციები უკვე შეჯერებულია.
"ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმების საკითხები, ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის უკვე შეჯერებული პოზიციები, გაგრძელდება ეს განხილვა, ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა, რადგან სხდომა უკვე ახლოვდება, პარასკევს არის პირველი სხდომა, და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება"
ირაკლი კობახიძემ ამ ყველაფრის შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ არის რეალური ალბათობა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება.
თალაკვაძისგან განსხვავებით ოპოზიციონერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შეთანხმების რესურსი არ ჩანს.
ალეკო ელისაშვილმა კი თქვა, რომ "ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებს".
გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლი" პარლამენტში არ შევა.
ბადრი ჯაფარიძე ლელოდან ამბობს, რომ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს თუ კი არ იქნება შეთანხმება.