გუშინ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო - მეორე ადამიანი, ვინც Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, უილიამ შექსპირია. 81 წლის კაცმა მსოფლიოს ყურადღება სწორედ იმ სახელისა და გვარის გამო მიიპყრო, რომელიც ინგლისელი დრამატურგისას იმეორებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ადამიანი, ვინც დიდ ბრიტანეთში ვაქცინა მიიღო, 90 წლის მარგარეტ კინანია.
ცნობისთვის, ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრის.
როგორ მუშაობს COVID–19–ის ვაქცინა და როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი ნახეთ აქ.