11-ში არ შევდივარ, ველოდები - ალეკო ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "მთავარი არხის" ეთერში აცხადებს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა:

"11-ში არ შევდივარ, შანსი არ არის, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ჯერ შეთანხმებას ველოდები" - ამბობს ელისაშვილი. 

ამასთან, ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ ითხოვს გაყალბებული არჩევნების გადათვლის ეფექტურ მექანიზმს და 1%-ზე მეტი ცდომილების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს. ამასთან, ადასტურებს, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, პარლამენტში არ შევა.

"პოლიტმატიმრების გამოშვების პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევადგამ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც ჩანიშნული საპარლამენტო, ისე რიგგარეშე, მოლაპარაკებების პროცესში, დღის წესრიგშია.

"ეს პირობები თუ არ შესრულდება, რა გვინდა იმ პარლამენტში, არავის დეკორაცია და ყვავილი არ ვარ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ 4 მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს, "ქართული ოცნება" თანხმდება და უკან იხევს. 

მისი თქმით, თუ ოპოზიციის პირობები არ შესრულდება, მანდატს დახევს და პარლამენტში არ შევა.

ასევე, "მთავარ აქცენტებში" ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა. მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრის დროს, კობახიძე კორექტული და საქმიანია.

ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი