"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი Facebook-ზე "ხუმრობს" და წერს, რომ ყველაფრის ცივი გონებით გაანალიზების შემდეგ დარწმუნდა, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც ტოტლურად გაყალბდა. ამის "დასამტკიცებლად" მისი თქმით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელბის კომენტარები ამოკრიბა არჩევნებში მათ შედეგებთან დაკავშირებით და ჯამში "აღმოაჩინა", რომ ოპოზიციამ არჩევნებში 100% აიღო.
კობახიძე ირონიულად წერს, რომ თუ ოპოზიციონერების "მაღალ პასუხისმგებლობას" გაითვალისწინებს, მათ განცხადებებში ეჭვს ვერ შეიტანს და გამოვა, რომ 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100 - და ყველა ხმა ოპოზიციისაა.
"ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ზუსტად 100 პროცენტი აიღო, ანუ გაიშიფრა ამ არჩევნების მთავარი სიყალბე - თამარ ჟვანია და ცესკო ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს, როცა ეს პარტია ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ არ იყოს, ოპოზიციის ხმების ბალანსი ასე ზუსტად 100 პროცენტზე როგორ დაჯდებოდა.
ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე - ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.
შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ", წერს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.
კობახიძე აანონსებს კანონპროტეტის ინიცირებას, რომელმაც შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნების მიღმა დატოვოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. თუ კომისია გადაცდომას დაადგენს, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.