დაჟინებით მოვუწოდებ მმართველ პარტიას, უარყონ ასეთი პროვოკაცია - კუბილიუსი კობახიძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ავტორიტარული პრაქტიკა და შემაშფოთებელი ვითარება, რასაც საქართველოს პარლამენტის ერთპარტიულობა იწვევს - ასეთი შეფასებები ისმოდა ბრიუსელში, სადაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და შემდგომი პოლიტიკური პროცესების შესახებ იმსჯელეს. მათ შექმნილი ვითარება და ოპოზიციის ბოიკოტი განიხილეს. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ანდრიუს კუბილიუსი კი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ირაკლი კობახიძის მუქარას გამოეხმაურა და მის განცხადებებს ავტორიტარული პრაქტიკა უწოდა.

"მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა რათა პირველ რიგში მივმართო მმართველ პარტიას, ცხადია მმართველ პარტიას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს ვიდრე დანარჩენ პოლიტიკური პარტიას, მე ძალიან შოკირებული ვარ გუშინდელი, ძალიან პროვოკაციული პოლიტიკური განცხადებით მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერისგან, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დაიშლება, ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ნათლად ავტორიტარული პრაქტიაა, რომ დააშინო ოპოზიცია და ეს არ არის ის გზა, რომლითაც დიალოგი გექნება. ეს არის გზა, თუ როგორ გაანადგურო დიალოგი და საჭირო რეფორმების შესაძლებლობა. მე დაჟინებით მოვუწოდებ მმართველ პარტიას, უარყონ ასეთი პროვოკაცია", - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

მან, ასევე, მიმართა ოპოზიციას, რომ პასუხისმგებლობა აქვთ, არ დაუშვან პროვოკაციებმა გაანადგურონ დიალოგი და შესაძლებლობები საქართველოსთვის, რომელსაც ფუნქციური პარლამენტი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დააანონსა კანონპროტეტის ინიცირება, რომელმაც შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნების მიღმა დატოვოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. თუ კომისია გადაცდომას დაადგენს, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი