კითხვაზე, რისგან დაიღალა პრეზიდენტი? - "ქართული ოცების" წევრებს საკუთარი ახსნა აქვთ.
მაგალითდ ლადო კახაძე თვლის, რომ კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს
გიორგი კახიანს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ამით პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა:
"საუბარი იყო პრეზიდენტის გამოსვლაში, რომ პოლიტიკური პროცესების ასეთი სცენარებით განვითარება ქვეყნისთვის მომგებიანი და სასურველი არ არის", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი.
სოზარ სუბარის აზრით, საზოგადოება ოპოზიციამ დაღალა:
"პრეზიდენტი არ ვიცი, მაგრამ ქვეყანა დაიღალა იმითი, როცა პოლიტიკოსებს ხმას აძლევენ და ისინი, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი მოვალეობა შეასრულონ და პარლამენტში შემოვიდნენ, ქუჩაში ცდილობენ აქციების მოწყობას და თანაც, წარუმატებლად - აქციებსაც ვერ აკეთებენ", - ამბობს სოზარ სუბარი.
ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა "დავიღალე" 2 წუთში 4-ჯერ ახსენა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ხალხი ორ პოლუსს შორის ბრძოლით დაიღალა და მას სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება.
ამავე თემაზე: