აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი უარყო - 4 სადავო შტატში ბაიდენმა გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სარჩელი უარყო. 

ტრამპი 4 შტატში - ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში - არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა; ოთხივე შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

სარჩელო უპრეცედენტო იყო, რადგანაც 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა მხარს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა

დონალდ ტრამპი კი, მართალია, ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა, თუმცა საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს და დემოკრატების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს. მაგალითადმისი მტკიცებით, პენსილვანიაში 20 000-მა გარდაცვლილმა მისცა ხმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი