რუსული სტილის მმართველობის გამოვლინებად მიიჩნევს ოპოზიცია მუქარას, რომელიც ნიკა გვარამიას მიმართ წინასაახალწლოდ კიდევ ერთხელ გაჟღერდა და ცხადი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს, რაც შეიძლება სწრაფად დააკავოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი მუქარით ვერ შეაშინებენ, ხოლო "მთავარი არხი" მაინც არ გაჩერდება, თუნდაც ნიკა გვარამია დააკავონ.
გიგი უგულავას თქმით, ეს ჩვეულებრივი მუქარაა, რასაც ხელისუფლება, როგორც წესი, მიმართავს ხოლმე,, მაგრამ მისი თქმით, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ უგუნური ხელისუფლების ხელშიც კი ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დააკავონ მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორი.
"ამათგან არაფერია გასაკვირი: არ გაუკეთებიათ, თუ რა?", - ამბობს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ, 12 დეკემბერს განაცხადა ასევე, რომ ელჩების კეთილი სურვილი ესმის, მაგრამ "ოცნებამ" ისინი ტყვეთა ბაზრის ბროკერებად აქცია, ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოდან საგრანტო დაფინანსებებზე უარი მისდის ბზიშვილის ხელმოწერით.
ნიკა გვარამიამ, ასევე, განაცხადა, რომ არ აპირებს, ვინმეს ხელისუფლებიდან აპატიოს მისი შვილების ფსიქიკის მიყვანა უმძიმეს პრობლემებამდე.
ამასთან, ნიკა გვარამია ხაზს უსვამს, რომ ემსახურება დასავლეთს, მაგრამ პერიოდულად იღებს დანას ზურგში, მათ შორის, კელი დეგნანისგან.