ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ გაურკვეველია რაში ხარჯავს მმართველი გუნდი კორონავირუსთან საბრძოლველად ვალად აღებულ ან საჩუქრად მიღებულ სოლიდურ თანხებს.
"კითხვები რასაც ჩვენ ვსვამთ, უკვე თვეებია კვლავ რჩება, მთავრი პრობლემა არის პროცესების მართვა, რაც არ გაუმჯობესებულა. არ ვიცით გამჭირვალედ სად იხარჯება კორონაზე გამოყოფილი თანხები, ვალად აღებული და საჩუქრად მიღებული ასობით მილიარდობით ლარი, რას მოხმარდა და რაზე იხარჯება" , – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სერგო ჩიხლაძე.
"ლელოში" ამბობენ, რომ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთნ დაკავშირებით პარტიამ ორი სარჩელი მოამზადა, თუმცა, პანდემიის პირველი ტალღისას, კორონავირუსისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვასთან დაკავშირებით სასამართლოში "ლელოს" შეტანილი სარჩელი ჯერ კიდევ არ არის განხილული.
"პანდემიასთან და დაუსაბუთებელ შეზღუდვებთნ დაკავშირებით, "ლელოს" აქვს შეტანილი ორი საკონსტიტუციო სარჩელი, ჩვენ უკვე თვეებია ველოდებით, პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას, რომლის გაჭიანურებც განზრახ ხდება" , –ამბობს "ლელოს" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი
რაც შეეხება ეპიდვითარებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 7 დღის მონაცემებით პიკი გადავიარეთ. მისი თქმითვე, ქვეყანაში ეპიდემიის თვალსაზრისით, აღინიშნება სტაბილიზაციის ნიშნები.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება 1 კვირის ეპიდემიოლოგიურ სურათზეა დამოკიდებული.
"პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა" - ამირან გამყრელიძის დღევანდელი განცხადება იხილეთ აქ.
შეგასენებთ ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკას: