"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2003 წელს "სამართლიანი არჩენების" თავმჯოდმარე იყო და კარგად იცნბს იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ISFED პარალელურად ითვლის ხმებს, ამბობს, რომ ISFED-მაც და USAID-მაც უნდა თქვან რაში დაინახეს აუდიტის დროს პრობლემა და ამის შემდეგ გამოჩნდება, მართლაც რამდენად "გრანდიოზული იყო ეს პრობლემა"
ჭიაბერაშვილის თქმით მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს დაწერილი პლატფორმა ახლა შეცვლილი იქნება, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ბაზისი იგივეა და არსებობენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ამ პროგრამის წაკითხვა
ჭიაბერაშვილი "დღის სტუმრის" ეთერში იმ მეთოდოლოგიას იხსენებს, რომლითაც 2003 წელს "სამართლიანი არჩევნები" კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა:
მაშინ დაახლოებით იყო 3 თასი უბანი და ყველა უბანი დაფარული იყო "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლით და ყველას ახსოვს მაშინ, 2003 წელს, მწვანეჟილეტიანი დამკვირვებელი, ოღონდ აქედან ამორჩეული იყო 600, უბნების 20%, რომლის შედეგების მიხედვითაც ჩვენ დავინახავდით არჩევნების რეალურ შედეგებს.
ჭიაბერაშვილის თქმით, გასაიდუმლოებული იყო რომელი იყო ეს 600 უბანი და მონაცემები "სამართლიანი არჩევნების" ოფისში არ ინახებოდა, რადგან უშიშროების მხრიდან იქ შესვლის საფრთხე არსებობდა.
შესაბამისად, ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. გასაიდუმლოებული უბნებით დღეს უკვე სუს-ი ინტერესდება და ISFED-ს ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე სწორად იქცევა, როდესაც ხელისუფლებას მონაცემებს არ აძლევს
როცა 600 უბანი შევარჩიეთ, ეს შერჩევა მაშინაც გასაიდუმლოებული იყო და ელენე მართალია, როცა მას სთხოვს "ქართული ოცნება" გაგვიხსენიო და არ ხსნის.
მაშინაც და დარწმუნებული ვარ ახლაც, უბნების ამორჩევის მეთოდოლოგია და რომელი უბნები იყო, ძალიან საიმედო ადგილას ინახებოდა. არ ინახებოდა "სამართლიანი არჩევნების" ოფისში, იმიტომ, რომ იყო საშიშროება, უშიშროება ყოველ წამს შემოსულიყო ღიად ან მალულად და ეს უბნები გაეგო...
დარწმუნებული ვარ ენდომებოდათ წინასწარ ამის ცოდნა იმიტომ, რომ თუ მათ ეცოდინებათ სად არის PVT დამკვირვებელი, იმ უბნებზე შეეცდებოდნენ ამ დამკვირვებლების მოსყიდვა -დშინებასაც კი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მათ ეს ვერ მოახერხეს" ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს, ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ISFED-ს მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრა "ოცნების" წევრებმა "სამართლან არჩევნებთან" ამ ხარვეზის აღმიჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.
ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზის შესახებ პირველად დონორ ორგანიზაცია USAID-ს აცნობეს.
USAID-მა განცხადება 14 დეკემბერს გაავრცელა და დაწერა, რომ მიესალმებიან ISFED-ის გადაწყვეტილებას, საკუთარი ინიციატივით გადაემოწმებინა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები.