კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა

გამოქვეყნდა:

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ძალოვან უწყებაში ადასტურებენ. 

დამატებითი დეტალები, თუ კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდა ღარიბაშვილმა გამოძიებას ჯერ უცნობია. სწორედ მოქმედი თავდაცვის მინისტრია კარტოგრაფების საქმის ერთ ერთი მთავარი ფიგურანტი, რომლის გამოკითხვასაც სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ.

კარტოგრაფები, ვერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი