გენერალური პროკურატურის მიერ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას კარტოგრაფების ადვოკატები აფასებენ. მათი თქმით, მტკიცებულებებს გაეცნობიან და აუცილებელია, ღარიბაშვილის გარდა პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილიც გამოიკითხოს.
"მისი გამოკითხვა პროკურატურაში შედგა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სასამართლო სხდომებზე მას ვეღარ დავკითხავთ, მაგრამ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება მაშინ გვექნება შესაძლებლობა მისი დაკითხვის. ბუნებრივია, გვაქვს კითხვები, რომლებზე პასუხებიც ობიექტურას გვაინტერესებს, აბსოლუტური აცდენაა ვერსიებს შორის, რასაც ღარიბაშვილი საურობს ტელეეთერებში და საქმის მასალებში", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათთვის ცნობილი პროკურატურისგან გახდა და დაცვის მხარე უწყებიდან ამ მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს.
"აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, ასევე, უნდა მოხდეს ივანიშვილისა და პრეზიდენტის გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციას ფლობენ საქმეზე და რა როლი იქნა მათ მიერ გაწეული აღნიშნულ საქმეში", - ამბობს, ნესტან ლონდარიძე.
შეგახსნეებთ, რომ პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამოკითხა.
კარტოგრაფები, ვერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს