რა ჩვენება მისცა თავდაცვის მინისტრმა კარტორგრაფების საქმეზე პროკურატურას - დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს ჩვენება რამდენიმე წუთის წინ გადაეცათ. ადვოკატებმა ადგილზევე გადახედეს მასალებს და თქვეს, რომ მასში რამდეიმე უზუსტობაა, თუმცა დამატებით კონკრეტულად რა თქვა ღარიბაშვილმა, ამაზე მოგივანებით ისაუბრებენ.
"პირდაპირ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბატონი ღარიბაშვილი არ იცნობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, არათუ არ იცნობს, იმ ვითარებასაც არ იცნობს, რა ვითარებაც იყო ამ რუკებთან დაკავშირებით. როდესაც ის ამბობს, რომ მისმა თანამშრომლებმა, თედო გორგოძემ და ხორბალაძემ არ იცოდნენ მსგავსი რუკების არსებობის შესახებ 2017 წელს თედო გორგოძეს და ხორბალაძეს ნაშრომი აქვთ გამოქვეყნებული - "ჯავახიანი" სადაც ის რუკებია დასკანერებული და გამოყენებული, რომლებსაც თითქოს არ იცნობდნენ", - ამბობს ადვოკატი, გიორგი მახარობლიშვილი.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს, რომ სატელევიზო გამოსვლებში ბევრი ურთიერთგამომრიცახვი ვერსია ჟღერდებოდა და აქვს იმედი, რომ კითხვების ნაწილს მაინც გაეცემა პასუხი.
"კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის სრული ამოწურვა ამ საქმეზე მოწმეების გამოკითხვის, მათ შორის ძალიან საინტერესოა ივანიშვილის ჩვენება ამ საქმეში, ვინაიდან სწორედ მისი სახელი იყო დასახელებული სატელევიზო გამოსვლების დროს, დასახელდა როგორც ერთ-ერთი ინიციატორი გარკვეული რუკების მოძიების და ჩართულობით", - თქვა ნესტან ლონდარიძემ.
წინასასამართლო სხდომამდე 28 იანვრამდე, ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება, ჯერ უცნობია გამოიკითხებიან თუ არა პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსნეებთ, რომ პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამოკითხა.
კარტოგრაფები, ვერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.