ხედავთ, რომ ვმუშაობთ ხომ?! მისი ძმა დავაკავეთ - გომელაური ბადრი ესებუაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრადებულის, ბადრი ესებუას დასაჭერად მუშაობენ და ამ თემაზე ღიად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. ამ თემაზე კომენტარი მან სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ისაუბრა.

"ხედავთ, რომ ვმუშაობთ, ხომ ?! ამ თემიდან გამომდინარე იმის მაჩვენებელია, რომ მოხდა ძმის დაკავება, რომელსაც გადაჰქონდა რაღაცა ტვირთი და ეხმარებოდა, იყო აკრძალული ნივთები შიგნით. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებსთავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

ცოტა ხნის წინ,12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, უნდა შეხვედროდა, რასაც ოჯახი უარყოფს.

ბიძინა ესებუას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი