ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს რეკომენდაციად კვლავ რჩება მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვები. მიუხედავად ამისა, მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, რათა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას შეზღუდვების გამო დიდი ზიანი არ მიადგეს.
"ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვები. თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, ასევე, ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვებია. აქედან გამომდინარე ჩვენს სტუმართან ( ჰანს კლუგესთან ერთადაც) ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება როგორც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამინების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსნებეთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 316 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 53 პაციენტი გარდაიცვალა.