ეს მოსაზრება დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით - ქარტია პრეზიდენტის სარჩელზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეტანილ სარჩელს სიტყვის თავისუფლების გამოხატვის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს და მოუწოდებს მთავრობას თავი შეიკავოს მსგავსი განცახადებებისგან და გამიჯნოს ქარტიის უფლება-მოვალეობები.

"ჩვენ ვმსჯელობთ მედია პროდუქტზე და ვადგენთ რომელი პრინციპის დარღვევაა ამ კონკრეტულ მედია პროექტზე. რაც შეეხება ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსს, ეს არ არის მედია პროდუქტი და ნიკა გვარამიას ეს მოსაზრება, რომელიც გავრცელდა საჯარო სივრცეში, კონკრეტულად მის ფეისბუქზე, დაცულია საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით. კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ნიკა გვარამიას, სიტყვისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული.", - ამბობს ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარე.

ქარტიაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ხშირი აპელირება საფრთხეს უქმნის "ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".

აქვე გეტყვით, რომ ქარტიაში გაგზავნილ სარჩელს ოპოზიციაში არაადეკვატურს უწოდებენ, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სერგი კაპანაძის აზრით, ეს "ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რით არის დაკავებული ჟურნალისტური ეთიკის ქარტია".

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხი გუშინ გაავრცელასადაც უარს ამბობს სარჩელის განხილვაზე და ამ უარს ასაბუთებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი