გაირკვეს, პოლიტიკოსები ატყობინებდნენ თუ არა პოლიციას, ვინ დაეჭირათ – კობალაძე სასამართლო პროცესზე

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

ბრალდებული აკაკი კობალაძე ამბობს, რომ უნდა გაირკვეს პოლიტიკოსებმა პოლიციაზე ადრე იცოდნენ თუ არა ვინ უნდა ყოფილიყო დაჭერილი ამ საქმეზე.

"დაყენებული იქნება ჩვენ მიერ საკითხი, რომ გამოიკითხონ "ოცნების" პოლიტიკური სპიკერატის წევრები, რომლებიც, აანონსებენ საქმეზე დაჭერებს, იმაზე ადრე, ვიდრე ბრალდების მოწმეები მისცემენ ჩვენებას, გაირკვეს საიდან სად მიდიოდა საქმე, პოლიციიდან ატყობინებდნენ პოლიტიკურ სპიკერატს, თუ პოლიტიკოსები ატყობინებდნენ პოლიციას ვინ დაეჭირათ" ,  – ამბობს ბრალდებული აკაკი კობალაძე.

დაცვის მხარე ითხოვს, რომ მოსამართლე ქეთავან ჯაჭვაძემ, ირიბი მტკიცებულებები, მტკიცებულებებად არ ცნოს.

"ყველა ის ჩვენება, რომელიც არის ირიბი მოწმეების მიერ მიცემული მოვითხოვთ არ იქნეს დაშვებული, ასევე ჩხრეკა, რომელიც უნებართვოდ ჩატარდა ჩემსა და კობალაძის სახლში, მოვითხოვთ ცნონ უკანონოდ." , –ამბობს ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე

შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომმდე ერთი დღით ადრე, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კობალაძე-ხუსკივაძის გათავისუფლება ბოიკოტის პირველი შედეგია.

ცნობისთვის, აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, დააკავეს და თედო გობეჯიშვილისთვის,  ქრთამის შეთავაზება, ჯგუფურად ჩადენილი იძულება და მუქარა დააბრალეს.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი