ერთპარტიულ პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტის მოსმენაზე, "ოცნების" წევრები ხან ერთმანეთს აქებენ, ხან აინტერესებთ, მართლა არსებობს თუ არა ქვეყანაში შიმშილით სიკვდილის შემთხვევა, ზოგჯერ ინიციატივებითაც გამოდიან, რომელთაგან ერთერთი საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებაა.
- "მე მაინც მითხარით, ამხელა გამოცდილება და ამხელა ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს, ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა, კახექსიური, არსებობს თუ არა და ერთი მაგალითი თუ არის", - იკითხა ლადო კახაძემ.
- "ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე. ეს არასწორი ტერმინია... რეალობას არ ასახავს. უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.
- "ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო", - თქვა დავით კაჭარავამ.
- "მე ვფიქრობ, რომ სკოლებში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს", - თქვა ელისო ბოლქვაძემ.
- "ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?", - იკითხა ირმა ზავრადაშვილმა.
- "სამომავლოდ გვეფიქრა და დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო", - თქვა გიორგი ამილახვარმა.
შეგახენებთ რომ ერთპარტიულ პარლამენტში მეორე დღეა, მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.