მოლდოვის მთავრობა პროტესტის შემდეგ, ახალი საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერად გადადგა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის მთავრობა, პრემიერმინისტრის იონ ჩიკუს მეთაურობით, გადადგა. 

იონ ჩიკუს თქმით, მან გადადგომის ნაბიჯი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერად გადადგა.

"არჩევნები არის მიზანი, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ პრიორიტეტად, ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად" , – თქვა იონ ჩიკუმ.

იონ ჩიკუ მოლდოვის მთავრობას 2019 წლის ნოემბრიდან მართავდა, ხოლო გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტის მაია სანდუს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ შესვლამდე, ერთი დღით ადრე, მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტთან და პარლამენტის სპიკერ ზინაიდა გრეცეანისთან ერთად მიიღო.

დეკემბერის დასაწყისში, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 20 000–მდე მშვიდობიანი დემონსტრანტი ვადამდელი არჩევნების დანიშნვას ითხოვდა.

როგორც The Washington Post წერს, მოლდოვის პრო–რუსი პრემიერ მინისტრი პროტესტის შემდეგ გადადგა.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში კი, პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.

გაპრეზიდენტებიდან მალევე, სანდუმ თქვა, რომ რუსული ჯარი, რომელიც მოლდოვაში 1992 წლიდანაა გამაგრებული, დნესტრისპირეთიდან უნდა გავიდეს.

მოლდოვაში მაია სანდუს გამარჯვება პუტინისთვის შოკი, საქართველოსთვის კი დიდი იმედია - მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი