1 საათზე ნაკლები დროა დარჩენილი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლების ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, ადმინისტრაციული წესით, 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.
მთელი დღის განმავლობაში, რიგებს და რეგულაციებს მოლებში მეტ-ნაკლებად აკონტროლებდნენ, თუმცა საღამოს საათებში, მომხმარებელმა იმდენად იმატა, რომ ახლა ქუჩებშიც და მოლებშიც რეგულაციის დაცვა სულ უფრო რთულდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს სავაჭრო ცენტრებს მუშაობა განახლდა. სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ, ახალი რეგულაციის მიხედვით, მკაცრად აკრძალულია სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს. თუ სავაჭრო ცენტრები დადგენილი წესებიდაან, რომელიმეს მაინც დაარღვევენ ადმინისტრაციული წესით, 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.
აქვე გეტყვით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება. კერძოდ,