არ მიგვიძღვის ცოდვა, რომ ოპოზიცია არაა შენობაში – მარტო დარჩენილი "ოცნება" და ოპოზიციის პასუხი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მე–10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება, მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად კენჭისყრა ერთ საათში დაიწყება.

ერთპარტიულ პარლამენტში მარტო დარჩენილი ერთადერთი პარტია "ოცნება" ოპოზიციას დღეს პარლამენტში შეუსვლელობისთვის აკრიტიკებდა და დესტრუქციულს უწოდებდა

"მაღალი ხარისხის დესტრუქციაა, კარგად მესმის, რომ არჩევნების შედეგები, რაღაც პოლიტიკური ჯგუფებისთვის იყო მიუღებელი, საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, უბრალოდ სიხარბე ვერ დაძლიეს, უნდათ რომ ერთ წამს ყველაფერი აიღონ და როგორც ჩვევიათ, რევოლუციურ რეჟიმში გადაიყვანონ. ის რომ ოპოზიცია არ ზის, ეს მართლა ცუდია, არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს, ხელისუფლებას არ მიუძღვის ცოდვა იმაში, რომ დღეს ოპოზიცია არ არის ამ შენობაში" , – თქვა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა"

"ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ პარლამენტი 9 პარტიული იქნება. 

"რეალობა არის ის, რომ პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული ორგანო და ხალხმა გადაწყვიტა 9 პარტიის მონაწილეობა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი იმისა, რომ დიალოგი პარტიებს შორის დასრულდება იმისთვის რომ ამ პარლამენტში წარმოდგენილი იყოს 9–ვე პარტია." – ამბობს "ოცნების" მაია ცქიტიშვილი ვიცე პრემიერობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი.

"ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, იმიტომ რომ 9 პარტია აირჩა და ეს მოხდა საქართველოს ხალხის ამომრჩევლის ნებით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ გვექნება, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვინც ჯერ–ჯერობით არ შემოდის, გვექნება საპარლამენტო განხილვის საშუალება." – ამბობს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე.

ხელისუფლების ბრალდებებს, რომ  ოპოზიცია მათ ამ დესტრუციული ქმედებით ხელს უშლის, ოპონენტები პასუხობენ:

"ჩვენ ნამდვილად ვუშლით ხელს გახარიას ფულის კეთებაში, ქვეყნის ძარცვაში, საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლაში, რომ თავის თავზე გადაიფორმონ ყველაფერი, სწორედ ეს არის მათი წუხილი, აბა გახარიას გაკეთებული სამი დიდი რეფორმა დამანახეთ" – , ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"ვინ რაში უშლით ხელს, აგერ დგანან და მასკარადი აქვთ მოწყობილი მთელი დღეა, დესტრუქციულში თუ იმას გულისხმობენ, რომ ბოიკოტი აქვს ოპოზიციას გამოცხადებული, ეგ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის გზა, ვადამდელი არჩევნები არის ასეთი ტიპის პოლიტიკური კრიზისის ჩვეულებრივი აპრობირებული გზა" – ამბობს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე.

"ოპოზიცია კი არ უშლის ხელს, მათი უთავბოლობა და უცოდინრობა უშლის, ამდენი ხანია ქვეყანას მიაქანებენ უკან, ჩვენს ჯანმრთელობად და სიცოცხლედ უჯდება ეს ჩვენს მოსახლეობას" , – ამბობს, "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე.

ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გზით შეკრებილი პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება და რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს და პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

დღეს პარლამენტში:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი