ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენეს - ორგანიზაციამ მიზეზები დღეს უნდა განმარტოს

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მას განმარტება ამ საკითხზე არ გაუკეთებია. სამეურვეო საბჭო კი, რომელიმაც ნიჟარაძეს უფლებამოსილება შეუჩერა მიზეზებს დღეს, 25 დეკემბერს ბრიფინგზე ახსნის.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თუ სამართალდამცავებს კითხვისნიშნები ექნებათ, მაშინ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. "ქართული ოცნების" წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ISFED-ს გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

"ერთადერთი რაშიც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, ერთი, თავად რაც თქვეს, რომ ნამდვილად იყო შეცდომა, ხარვეზი, მოდი ასე ვთქვათ, მეორე ნაბიჯი არის, რომ მათ უნდა გამოიკვლინ რამ გამოიწვია ეს ხარვეზი, იყო ეს შეცდომა თუ იყო განზრახ ქმედება, გამოიკვლიონ თავად, ჯერ ხომ არ გაუციათ ამაზე პასუხი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ორგანიზაციის განმარტებას ელოდება ოპოზიციაც, რომელიც ფიქრობს, რომ ის რაც ხდება "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლის შედეგია. 

"ეს არის კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო სიგნალი დემოკრატიის რღვევის ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ჩვენ ისფედთან მიმართებაში ვხედავთ მიზანმიმართულ ზეწოლას მთავრობის მხრიდან და მუქარას. ჯერ ჩვენ ვნახეთ, რომ ისფედი ძალიან ხმამაღლა საუბრობდა და საუბრობს დარღვევებზე, მის მიმართ როგორც ჩანს იყო ან მოსმენა, ან რაღაც ტიპის ზეწოლა, რადგან სანამ ისინი იტყოდნენ ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ "სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.

"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.

შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი