გვიან ღამით, თელავში, შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლა, კიდევ ერთი პირი კი დაჭრა. პროკურატურამ ვ.ზ. უკვე დააკავა და გამოძიება დაიწყო. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს ფაქტი მათთვის სისტემის უმოქმედობის კიდევ ერთი დასტურია.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობა და კრიმინალური სამყარო ერთმანეთთან გარიგებულია, რადგან კრიმინალები არჩევნებამდე ხელისუფლებას ეხმარებოდნენ.
"გავღარიბდით კატასტროფულად, შეუძლებელია ეს არ აისახოს კრიმინალურ ვითარებაზე, ამას ემატება ის, რომ ხელისუფლება თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან დაახლოებული იყო, რადგან ხმები სჭირდებოდათ და ხმების დაორგანიზებაში ეხმარებოდნენ. ეს ორი მთავარი კომპონენტია, რაც განაპირობებს იმას, რომ კრიმინალური სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე", - თქვა "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას კრიმინალი მართავს, მან ჩაანაცვლა პოლიტიკური ელიტა და საარჩევნო კომისიები.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პრობლემა უწყების უმოქმედობაში არაა და მედია მცირე ინციდენტებსაც აქტიურად აშუქებს. ვახტანგ გომელაურის აზრით, მედია ქმნის განცხადს, რომ ქვეყანაში კრიმინალი მომატებულია.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ანგარიშის წარგდენისას ვახტანგ გომელურმა აღნიშნა, რომ ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცრიდა 10%-ით, შემცირდა ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობის მცდელობა, თუმცა მოიმატა: