"მთავარი არხის" მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიღებული გადაწყვეტილება უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე უარის თქმის შესახებ, რითაც მან საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, მმართველი გუნდისთვის მორიგი სანქციის მიზეზი ხდება, რაც ირაკლი კობახიძემ დააანონსა

კანონით მოეთხოვება ნებისმიერ მაუწყებელს რომ მან გამოუყოს უფასო საეთერო დრო პოლიტიკურ პარტიებს. ამ მაუწყებელმა ეს საეთერო დრო არ გამოყო და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ შეგვეტანა ეს საჩივარი მარეგულირებელში და არ გამოვრიცხავთ ასევე სასამართლოში სარჩელის შეტანას. ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს კანონდარღვევა მთავარ არხს - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს რომ არხის მხრიდან უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე უარის გამო მმართველი პარტია არ დაზარალებულა, თუმცა კრიტიკული მედიის დასასჯელად, მარეგულირებელი 31 დეკემბერს აუცილებლად ფინანსურ სანქციას გამოიყენებს.

მეორე ტურის პერიოდში ჩვენმა არხმა უფასო დრო არ დაუთმო არავის, უფასო დრო არ იქნა გამოყენებული პოლიტიკური რეკლამებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული ქართულმა ოცნებამ მოგვმართა, რომ სურდათ გამოეყენებინათ დრო, რაზეც ასევე, წერილობით დავუდასტურეთ და ვუთხარით უარი. ვინაიდან ეს იყო არხის პოზიცია, არხი ვერ იქნებოდა გულრგილი მიმდინარე მოვლენების მიმართ, არა მხოლოდ უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე თქვა უარი, ცესკოსგანაც, თანხის სანაცვლოდ ფასიანი რგოლების განთავსებაზე თქვა უარი, - ამბობს "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.

ასე რომ, 31 დეკემბერს, როცა მარეგულიერებლის სხდომაა ჩანიშნული, არაა გამორიცხული, კომისიის ხელით ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე ფინანსური სანქცია გამოიყენოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. 

"ქართული ოცნების" საჩივარს, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში 18 დეკემბერს შევიდა, მარეგულირებელი კომისია 31 დეკემებრს განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი