"მთავარი არხი" მმართველი პარტიის სამიზნეში - დაჯარიმების საკითხი, შესაძლოა, სასამართლომაც განიხილოს

გამოქვეყნდა:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიღებული გადაწყვეტილება უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე უარის თქმის შესახებ, რითაც მან პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და ყველა საარჩევნო სუბიექტს უთხრა უარი უფასო სარეკლამო დროზე, მმართველი გუნდისთვის მორიგი სანქციის მიზეზი ხდება. სანქციები  ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომელმაც მარეგულირებლის მხრიდან ჯარიმის სავარაუდო დაკისრება არ იკმარა და "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ყელში აქვს გაჩხერილი "მთავარი არხი" და კრიტიკული მედია ზოგადად და რომ ეს არის საახალწლოდ დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიება ხელისუფლების მხრიდან.

"მთავარი არხი" და ზოგადად, კრიტიკული მედია, ეს არის იარაღი საქართველოს მოქალაქეების ხელში, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ივანიშვილის რეჟიმს მისი მიზნების შესრულებაში, შესაბამისად, რეჟიმი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ სტრუქტურად, ყველანაირად ეცდება, ხელი შეუშალოს მის ფუნქციონირებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს,რომ რეჟიმი წავა იქამდე, რამდენის უფლებასაც ჩვენ მივცემთ,- ამბობს ენმ-ს ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. 

ჩვენთან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ დიქტატურა საქართველოში შეუძლებელია და ასე შემდსეგ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ალექსანდრე ლუკაშენკო სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, ბელარუსი 1995-96 წლებში, დემოკრატიის კუთხით, საკმაოდ ნორმალურ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგ, თანდათან, მივიდა იქამდე, სადაც დღეს არის, ასე რომ ივანიშვილს უფლება არ უნდა მივცეთ, იქამდე მივიდეს, - ამბობს გიორგი კანდელაკი, "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" საჩივარს, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 18 დეკემბერს შევიდა, ბექაურის უწყება ექსტერნად ჩანიშნულ სხდომაზე, 31 დეკემებრს განიხილავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი