მესამე ტალღისთვის მზადება არის ის რომ სარეზერვო რესურსი ჯანდაცვის სისტემას აქვს - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღისთვის შუალედური პერიოდის მოსამზადებელი ღონისძიებები მიმდინარობს და ჯანდაცვის სისტემას სარეზერვო რესურსი აქვს. ამ თემაზე მან საკოორდიანიცო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგი ტალღების და ახალი შტამების გამოჩენისგან დაზღვეული არავინ არაა, მთავარია, სტაბილურად შევინარჩუნოთ ის პრევენციის ზომები, ინდივიდუალურ დონეზე განსაკუთრებით. [...] მესამე ტალღისთვის ჩვენი მზადება არის ის რომ სარეზერვო რესურსი ჯანდაცვის სისტემას აქვს, რა თქმა უნდა , პერსონალი მობილიზებულია და ვაქცინაციისთვის ვემზადებით ეს არის შუალედური პერიოდის ღონისძიება", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

გაბუნიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი დაცვა ამ შემთხვვაში არის პირბადე და მისი ტარების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა. 

მისივე განცხადებით, მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქმნება, მაგალითად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებით 300-400 საწოლის მომზადება იგეგმება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი