კიდევ 13 დღე ინაუგურაციამდე – საერთაშორისო ექსპერტები კაპიტოლიუმის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე 13 დღე რჩება – საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კაპიტოლიუმის მოვლენების შემდეგ, ტრამპი ექსტრემიზმის მხარეს დადგება, დემოკრატების მთავარი ამოცანა კი ტრამპის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებაა. 

"მე ვფიქრობ, რესპუბლიკელებისათვის, რთული პერიოდი იწყება, დონალდ ტრამპის ასეთი ქცევის მიზანი არის არა ის, რომ არჩევნების შედეგები შეიცვალოს, არამედ ის, რომ შეინარჩუნოს და განავითაროს სიბრაზისა და პროტესტის გზა, ვაშინგტონის წინააღმდეგ. შესაბამისად, რესპუბლიკელების წინაშე ახლა დგას ამოცანა, რომ შეინარჩუნონ ტრამპის ამომრჩევლები, მაგრამ ეს გააკეთონ ექსტრემიზმის გარეშე და დონალდ ტრამპის გარეშეც, ტრამპი ამას შეეწინააღმდეგება და ექსტრემიზმის მხარეს დადგება, მეორე ნაწილი კი ცენტრისტულ–მემარჯვენე პოზიციას შეინარჩუნებს, ამიტომ შიგნით პარტიაში საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება, ეჭვგარეშეა, რომ აშშ–ში მომხდარის გამო ვლადიმერ პუტინი ძალიან ბედნიერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისი გაკეთებულია. რა თქმა უნდა, არსებობს რუსეთის ჩარევა აშშ–ის საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესში, მაგრამ ეს ჩარევა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ამან რაიმე სახის გავლენა მოახდინოს" – ამბობს, დიპლომატი კურტ ვოლკერი "მთავარ არხთან"  საუბარში.

მეთიუ ბრაზიას თქმით, ტრამპმა ადამიანებით მანიპულირება შეძლო, თუმცა გუშინდელ მოვლენებს თან კარგი რამ ახლა – ბაიდენის აშშ–ის პრეზიდენტად გამოცხადება. 

" 1814 წელს ბრიტანულმა ჯარმა, რომ წინა კაპიტოლიუმი გადაწვა, იმის მერე მსგავსი რამ აშშ–ში არასდროს მომხდარა, თუმცა ის, სულ სხვა შემთხვევა იყო, ახლა კი აგრესორები თავად ამერიკელი მოქალაქეები იყვნენ, მათ ჰგონიათ რომ ამით კარგ საქმეს აკეთებენ დემოკრატიისთვის და ეს ცუდი განათლების ბრალია, მათ არ იციან რა არის დემოკრატია და როგორ მუშაობს ის, დონალდ ტრამპს სინამდვილეში რესპუბლიკური პარტია და მისი მომავალი სულ არ აინტერესებს, მან შეძლო ადამიანებით მანიპულირება, რადგან კარგი კომუნიკატორია, რეიგანიც კარგი კომუნიკატორი იყო, თუმცა სულ სხვა მიმართულებით იყენებდა ამას, ჰიტლერიც კარგი კომუნიკატორი იყო და მეორე მიმართულებით იყენებდა, დონალდ ტრამპი არის ტელე–შოუს წამყვანი და უძრავი ქონების დეველოპერი ნიუ–იორკში, სადაც წარმატების მისაღწევად სწორედ დაშინების და მანიპულირების ნიჭი ძალიან მნიშვნელოვანია, მან ხალხით მანიპულირება შეძლო როდესაც პრეზიდენტი გახდა და ახლა ისევ იგივეს ცდილობს, როცა აცხადებს რომ არჩევნები მოპარულია.საკითხს კარგი მხარეც აქვს, როდესაც ვანდალები კაპიტოლიუმიდან გაყარეს, კონგრესი ისევ შეიკრიბა და ბაიდენი აშშ–ის პრეზიდენტად გამოაცხადა. "– ამბობს, აშშ–ის ატლანტიკური საბჭოს უფროსი ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა "მთავართან".

აშშ–ის გენერლის ბენ ჰოჯესის თქმით, ის რაც ვაშინგტონში მოხდა აშშ–ის დემოკრატიას აზარალებს. ჰოჯესი ამბობს, რომ "რესპუბლიკურმა პარტიამ დაკარგა კავშირი ნამდვილ საძირკველთან".

"ნამდვილად ვნერვიულობ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს მომდევნო 13 დღის განმავლობაში ტრამპმა, ის არის სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ  არჩევნები გაუყალბეს, ამიტომ შეიძლება კიდევ უფრო მეტი სიგიჟე ჩაიდინეს." – ამბობსბენ ჰოჯესი.

აშშ-ის მოვლენები თანმიმდევრობით: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი