ბრიტანეთში Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცეს. ოქსფორდისა და Pfizer–ის ვაქცინების შემდეგ, მოდერნას ვაქცინა მესამეა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დამტკიცდა.
ახალი ვაქცინის მარაგები ბრიტანეთში ხელმისაწვდომი გაზაფხულიდან იქნება. ბრიტანეთმა უკვე 17 მილიონი დოზა შეუკვეთა. ვაქცინით თავდაპირველად რისკჯგუფები აიცრებიან.
"კიდევ ერთი კარგი ამბავი და იარაღია ჩვენს ხელში ამ საშინელ დაავადებასთან საბრძოლველად", – ამბობს ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი მეთ ჰანქოქი.
ვაქცინის გამომგონებელი, ნადიმ ზაჰავი, ამბობს, რომ ახალი ვაქცინა დაგვეხმარება, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
მოდერნას ახალი ვაქცინა, Pfizer–ის ვაქცინასთან შედარებით, ბევრად უფრო ადვილი შესანახია.