კრიმინალებისთვის გადახდილი ხარკი - ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში, მთავრობის მიღებულ ამინისტიის კანონპროექტს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" მხარდამჭერებისთვის გაღებულ ხარკად აფასებენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ამნისტია შეეხო მხოლოდ იმათ, ვინც "ოცნებას" არჩევნების მოსაგებად დაეხმარა.

"ის რასაც დღეს აკეთებს "ქართული ოცნება" ეს არ არის ამნისტია, ეს არის პოლიტიკური ამნისტია და პოლიტიკური ხარკის გადახდა, იმ კრიმინალების მიმართ, რომლებიც მას ეხმარებოდნენ არჩევნების პერიოდში. ბუნებრივია ეს იყო დაპირება, რომ თქვენ დაგვეხმარეთ არჩევნებში და შემდეგ ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ახლობლები, რომლებიც ციხეებში არიან, ისინი გარეთ იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა ის მუხლები, ვისაც შეეხო ამნისტია და სწორედ ამას მოჰყვა ის სამართლიანი პროტესტი რაც დღეს ციხეებშია" – ამბობს ენმ–ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი

"ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ "ოცნება" ამნისტიის გამოყენებით, კრიმინალურ სამყაროს გაურიგდა.

"კონტრაქტის, შეთანხმების შესრულებას ემსახურება [ამნისტიის კანონპროექტი] ეს ეჭვი გაჩნდა თავიდანვე და გაძლიერდა, როდესაც პოლიტპატიმარ რურუაზე მუხლი ამოიღეს, ამ ამნისტიით გამოდის, რომ იარაღი თუ უბრალოდ გქონდა – არ გიშვებენ, თუ ვინმეს დაჭრიდი – გიშვებენ, ეს ამნისტია არის ინსტრუმენტი, რომლითაც კრიმინალური სამყაროს ჯგუფები მოისყიდეს" , –ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია

ეკა ბესელია, ამბობს, რომ "ოცნებამ" დაპირება არ შეასრულა და ამნისტია არ შეეხო კრიმინალის თვალსაზრისით ნაკლებად მძიმე მუხლებს და არც ქალების მიმართ გამოიჩინეს ჰუმანურობა. ლელოშიც ამბობენ, რომ "ოცნების" ამნისტია არ არის ჰუმანური აქტი.

"საქმეები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით აქვს მთავრობას შემოდებული თაროზე და როცა უნდა მაშინ გააცოცხლებს" - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ოცნებაში ოპოზიციის კრიტიკის პასუხოდ ამბობენ, რომ მათი ამნისტია პოლიტიკური საქმეების გადაჭრას არ შეეხება და ამნისტიის პოლიტიკურ ვალდებულებებთან დაკავშირება არასწორია.

"კონკრეტულ საქმეებს, რომლებზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და ზოგიერთ შემთხვევაში, მოიხსენიებენ ამას, როგორც მნიშნველოვან თემას, მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში – ამას წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი არ ითვალისწინებს, ასევე იმ მუხლებს, რომლებზეც არის საუბარი ამ საქმეებში, ჩვენი ამნისტია არ მოიზარებს – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის ავტორია.

მისივე თქმით, ამნისტიის პროექტის პოლიტიკურ ვალდებულებებთან დაკავშირება, არასწორია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება – 1500 პატიმარს, 6000 პრობაციონერს, 4000 სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოწერილ ჯარიმებს.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, პარლამენტი, მესამე მოსმენით, მომავალ კვირაში დაამტკიცებს და ის მიღებიდან ერთ თვეში უნდა ამოქმედდეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი