მედია ექსპერტები თვლიან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი დირექტორი თინათი ბერძენიშვილი, მისი წინამორბედის მსგავსად, მმართველი პარტიის მიერ ხელდასმული პირია და "ოცნების" მითითებებს ასრულებს.
"ამ ტელევიზიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გადადგა დღეს არის პარტია "ქართულ ოცნებაში" მაღალი თანმდებობის მქონე რაც, იმას ნიშნავს, რომ ტელევიზია ისევ და ისევ იმართება მმართველი პარტიების ხელდასმული პირების მიერ", - ამბობს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
თინათინ ბერძენიშვილის პოსტიდან გადადგომას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები გამორიცხავენ და ამბობენ რომ ბრალდებები არგუმენტს მოკლებულია.
შეგახსენებთ, თინათინ ბერძენიშვილმა ფეისბუქზე კომენტარად დაწერა, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს, საკმარისი პატივი მიაგეს და რომ ტელევიზიის შენობაში დგას მემორიალიც და რომ სამძიმარზე, ბევრი თანამშრომელიც მივიდა. ეს მას შემდეგ ითქვა, რაც გიორგი გაბუნიამ, დედას, ჯულიეტა ვაშაყმაძეს თავის გადაცემაში მონოლოგი მიუძღვნა და თქვა, რომ საზ.მაუდან, იქ სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძე 50 წელი მოღვაწეობდა, რის სიმბოლოდაც იქცა - ერთი თაიგულიც არ გაუგზავნიათ, როცა ტელევარსკვლავი გარდაიცვალა.
ამ ნათქვამსა და შემდეგ ბერძენიშვილის კომენტარს გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი საზ.მაუს ბორდის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნას აპირებს.