ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. ამის შესახებ მან Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა და ირონიულად დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სასამართლომ დამოუკიდებლობა მაშინვე დაკარგა.

"ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა! აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.

მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!" - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლომ პროცესი პირველ დეკემბერსაც ჩანიშნა და ის წესით 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო. იმავე დღეს ჩაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას პროცესებიც, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ ყველა მათგანი გაურკვეველი ვადით გადადო.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი