ბექაური "მთავარი არხის" წინააღმდეგ - გადაწყვეტილებას 1 კვირაში გამოიტანენ

გამოქვეყნდა:

კახა ბექაურის კომუნიკაციების კომისია "მთავარი არხის საქმეზე" გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გამოიტანს, მანამდე კი არასამთავრობო სექტორი კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მედიის კონტენში შეჭრასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.

"ამ შემთხვევაში სასამართლოს აქვს ამ საკითხის რეგულირების უფლება და არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ამ საკითხთან დაკავშირებით, პირდაპირ არის კანონში ჩანაწერი, შესაბამისად საერთოდ საკითხის წამოჭრის უფლება კომისიას არ ჰქონდა და ამ საკითხზე მსჯელობის დაწყების უფლება, რაც შეეხება იმას ეს არის თუ არა უხამსობა, შინაარსში რომ შევიდეთ, უხამსობა არის ისეთი გამონათქვამი, ინფორმაცია ან ჟესტები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური, სოციალური, კულტურული ან სახელოვნებო შინაარსი, ამ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ სუბიექტთან დაკავშირებით გაკეთებულ სიუჟეტზე და მას გააჩნია პოლიტიკური შინაარსი, არ შეიძლება რომ ვისაუბროთ უხამსობაზე"  – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი

"თუ კომისია იმსჯელებს უხამსობის ნაწილზე, ის გასცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, უკვე დიდი ხანია მარეგულირებელი კომისია ცდილობს შეიჭრას მედიის კონტენტის შინაარსში. მედია კონტენტის შეფასების უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს, ეს შეიცავს საფრთხეს რომ კონკრეტული მედია საშუალებების სანქცირებები მოხდეს"  – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი

"კომუნიკაციების კომისია აბსტრაქტული ეთიკური კრიტერიუმებით ზღუდავს მედიას" – ასე ეხმაურება ბექაურის კომისიის სადამსჯელო ქმედებებს და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას პენცენტრი.

დღევანდელ სხდომას კი რომელიც ონლაინრეჟიმში ჩატარდა, მთავარი ფიგურანტი -  ფინანსთა მინისტრი არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისია "მთავარის" წინააღმდეგ მოკვლევას  "შაბათის მთავარში" გასული სიუჟეტის გამო იწყებს. საუბარია ჟურნალისტ ბექა ყორშიას რეპორტაჟზე, რომელშიც ბექაურის კომისიამ უხამსობა აღმოაჩინა.

მარეგულირებელი კომისიის სხდომის დეტალები 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი